რეალმა პოგბას ტრანსფერზე უარი თქვა

რეალმა პოგბას ტრანსფერზე უარი თქვამადრიდის რეალმა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერზე უარი განაცხადა და მის გადაბირებას აღარ ეცდება. რეალი ზაფხულში ცდილობდა პოგბას შეძენას, მაგრამ მანჩესტერმა 200 მილიონზე მეტი მოითხოვა და ამის გამო ტრანსფერი ჩაიშალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალმა პოგბას ყიდვა მისი ხშირი ტრავმების გამოც გადაიფიქრა და ზიდანი აქცენტს ფედერიკო ვალვერდეზე გააკეთებს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება. რაც შეეხება პოგბას, ის ამჟამადაც ტრავმირებულია და მოედანზე ოქტომბრის ბოლოს დაბრუნდება.