ვან დეიკი: ”სიტის შედეგები არ გვაინტერესებს”

ვან დეიკი: ”სიტის შედეგები არ გვაინტერესებს”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ინგლისის ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა რომ ყველაფერი ლივერპულის ხელშია. ვან დეიკის აზრით თუ ლივერპულმა სეზონი სტაბილურად ჩაატარა, მაშინ ის ჩემპიონობას ხელიდან არ გაუშვებს:

”ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და სიტის მატჩები არ უნდა გვაინტერესებდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩემპიონობას. წინ ბევრი თამაშია და გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ”.