ანრი ოხანაშვილი ლევან ვასაძეს დაემუქრა – “კანონის ფარგლებიდან გასვლა დაუსჯელი არ დარჩება”

ანრი ოხანაშვილი ლევან ვასაძეს დაემუქრა - "კანონის ფარგლებიდან გასვლა დაუსჯელი არ დარჩება"მუქარის ენით საუბარს არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა, თუკი ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში, – ამის შესახებ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით, ბიზნემენ ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, კონკრეტული პირის კომენტარი შეესაბამება თუ არა სამართლებრივ რეაგირებას, ამას წყვეტს საგამოძიებო ორგანო.

„პოლიტიკური შეფასება რომ გავაკეთო, არ იქნება სწორი. თუ ვინმე გაბედავს და გავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყება მოახდენს ამაზე სამართლებრივ რეაგირებას. მუქარის ენით საუბარს არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა, თუკი ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში. კონკრეტული პირის კომენტარი ექვემდებარება თუ არა რაიმე სამართლებრივ რეაგირებას, ეს არის კონკრეტული უწყების შეფასების საგანი. თუკი კანონის საფუძველზე იქნება ამის საჭიროება, მოხდება რეაგირება. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას განუხრელად შეხედულებებისა. თუმცა, როგორც კი ვინმე ეცდება გავიდეს კანონის ფარგლებიდან, ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იპნ