აქციის დარბევისას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა

აქციის დარბევისას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდამომიტინგეთა დარბევა რუსთაველზე – “მთავარი არხის” ჟუჟურნალისტს, ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა.კორესპოდენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ვასილ დაბრუნდაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, ის აქციის დაშლის დროს წაიქცა, როდესაც ხელი დაუზიანდა.

როგორც ცნობილია, სახის ძვლების მოტეხილობა აქვს აქციის დაშლისას დაშავებულ კიდევ ერთ პირს ზაზა ლიპარტიას, რომელსაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.

სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა.