არჩილ თალაკვაძე – “ოცნება” ზოგიერთ მოსამართლეს მხარს არ დაუჭერს”

არჩილ თალაკვაძე - "ოცნება" ზოგიერთ მოსამართლეს მხარს არ დაუჭერს"„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის არსებობს,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. თალაკვაძის თქმით, შესაძლოა პარლამენტმა ზოგიერთ მათგანს მხარი არ დაუჭიროს.

„არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის არსებობს. არიან კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტმა. საბოლოო შედეგებს ნახავთ მაშინ, როდესაც კენჭისყრა ჩატარდება.

გარწმუნებთ, რომ კენჭისყრის შედეგებიც იქნება გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. კენჭისყრა ჩატარდება თითოეულ კანდიდატზე ინდივიდუალურად და თითოეულ მოქალაქეს შეეძლება ნახოს, თუ რომელ კანდიდატს ვინ დაუჭირა მხარი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იპნ