დადიანზე ავარიაში ინტერპრესნიუსის თანამშრომელი შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე დაიღუპნენ

დადიანზე ავარიაში ინტერპრესნიუსის თანამშრომელი შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე დაიღუპნენთბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია. შორენა ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა ასევე სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.