დადიანზე 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

დადიანზე 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდაორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.

დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

რუსთავი 2