გიგა ბოკერია – “ოცნებამ”უტიფრობის საკუთარი რეკორდი მოხსნა”

გიგა ბოკერია - "ოცნებამ"უტიფრობის საკუთარი რეკორდი მოხსნა"“ოცნება” უტიფრობის საკუთარ რეკორდებს ხსნის –  “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, კახი კალაძის მიერ გახმოვანებულ უმრავლესობის გადაწყვეტილებას, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია აფასებს.

“მთელ საზოგადოებას ეუბნებიან, გადაგაგდეთ და ფეხებზე გვკიდიხართო, ამასთან თქვეს, ჩვენი სატელიტები ვინც იქნებიან, იმას არ დავუყენებთ კონკურენტ კანდიდატსო. ეს არაფერს არ ცვლის, კიდევ უფრო მწვავე გახდება პროტესტი. ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია იმ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციურ ფარგლებში არის და გერმანულ პრინციპზეა დაფუძნებული. ამ პროექტს გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კიდევ უფრო გავაშიშვლებთ ივანიშვილს საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

თუმცა, პროტესტი მნიშვნელოვანი არის აქ, რომელიც გაგრძელდება და ეს სამარცხვინო გუნდის ლიდერი თავის კლოუნებიანად გატყდებიან და პოლიტიკურად ჩამოიქცევიან,”-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

2020 წლის არჩევნები შერეული მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება – ეს განცხადება “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ, უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გააკეთა.

რუსთავი 2