“გირჩის” აქტივისტებმა პრეზიდენტს წამალი “ესპუმიზანი” აჩუქეს

"გირჩის" აქტივისტებმა პრეზიდენტს წამალი "ესპუმიზანი" აჩუქეს“გირჩის” აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში საჭმლის მომნელებელი პრეპარატი მიუტანეს.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დროს როცა რუსთაველზე აქცია მიმდინარეობდა, საქართველოს პრეზიდენტი, სალობიე “ბიაში” იმყოფებოდა, მაჩაბლის ქუჩაზე, გირჩის აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა პრეზიდენტისთვის ეს საჩუქარი.

როგორც “გირჩის” აქტივისტები ამბობენ, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და რუსთაველზე აქციები მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტის ქმედება აბსოლუტურად არაადეკვატურია და ამ ჟესტით სწორედ ამის ჩვენება უნდათ.