გურამ ჩალაგაშვილი – ”ივანიშვილს შუშის სასახლე დარჩება ოხრად და ჟირაფი და ლეიმურაზიც ჩვენი მისახედი გახდება”

გურამ ჩალაგაშვილი - ''ივანიშვილს შუშის სასახლე დარჩება ოხრად და ჟირაფი და ლეიმურაზიც ჩვენი მისახედი გახდება''

გურამ ჩალაგაშვილი - ''ივანიშვილს შუშის სასახლე დარჩება ოხრად და ჟირაფი და ლეიმურაზიც ჩვენი მისახედი გახდება''

”ეს არის ბოლო წვეთი, ივანიშვილმა გადაგვახია თავზე კონსტიტიცია, ჩგვაფურთხა თითოეულ ქართველს სულში. შესაბამისად, ყველანი ვდგავართ აქ,” – განაცხადა აქციაზე ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა.

”ხვალ უფრო მეტი ადამიანი იქნება აქციაზე, ზეგ უფრო მეტი. ის მიიღებს იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია.

ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს დრო შეასრულოს ოპოზიციის ოთხი მოთხოვნა. 1. 20 ივნისის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 2. ვადამდელი პროპორციული არჩევნები, 3. ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, 4. მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება. თუ ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მას მოუწევს, რომ გაიქცეს ამ ქვეყნიდან, შუშის სასახლე დარჩება ოხრად და ჟირაფი და ლეიმურაზიც ჩვენი მისახედი გახდება. ამიტომ, ჯობია, დროზე გონს მოეგნენ. ახალ ვოლსკები და ვიღაცეები ჩუმად შემძვრალები არიან ”ოცნების” ოფისში და ბჭობენ, ხვალ კიდევ ახალ ”სადღეგრძელოს” იტყვიან.

ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა სავსეა, მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ დავიშლებით, 24 საათი ვიდგებით, სანამ შედეგს არ მივიღებთ.” – აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.