გვარდიოლა: ”ლივერპული მსოფლიოში საუკეთესო გუნდია”

გვარდიოლა: ”ლივერპული მსოფლიოში საუკეთესო გუნდია”მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ ლივერპული ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში ყველას ძალიან გაუჭირდება. სიტი ლივერპულს 10 ნოემბერს დაუპირისპირდება და გვარდიოლას აზრით ეს შეხვედრა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება:

”ამჟამად ლივერპულზე ძლიერი გუნდი მსოფლიოში არ არის და მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ამბიციურები ვართ და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. ლივერპული ქულებით გვისწრებს და აუცილებელია რომ ქულათა სხვაობა შევამციროთ”.