ლევან გელბახიანი – ”როლს ოჯახთან შეთანხმების შემდეგ დავთანხმდი”

ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის შვე­დი რე­ჟი­სო­რის, ლე­ვან აკი­ნის ფილ­მის – “და მერე ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ” პრე­მი­ე­რა 2019 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა.

ფილ­მის გა­და­ღე­ბა ორ თვეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და 2018 წლის 29 ნო­ემ­ბერს დას­რულ­და. “და მერე ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ” შვე­დე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თო ნა­მუ­შე­ვა­რია, გა­და­ღე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში (თბი­ლი­სი) მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მსა­ხი­ო­ბე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

მისი პრე­მი­ე­რა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ შედ­გა და დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვაც გა­მო­იწ­ვია.

ფილ­მი ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვის „სექ­სუ­ა­ლურ გა­მოღ­ვი­ძე­ბა­ზე“ გვი­ამ­ბობს. მთა­ვა­რი გმი­რი – მე­რა­ბი, კონ­სერ­ვა­ტი­ულ სო­ცი­უმ­ში ცხოვ­რობს, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ან­სამ­ბლში ცეკ­ვავს, მისი ცხოვ­რე­ბა მა­შინ იც­ვლე­ბა, როცა ან­სამ­ბლში ახა­ლი წევ­რი, სიმ­პა­თი­უ­რი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ირაკ­ლი ჩნდე­ბა.

8 ნო­ემ­ბერს, მა­შინ როცა თბი­ლის­ში ფილ­მის ქარ­თულ პრე­მი­ე­რას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნი მინ­სკის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფილ­მის ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო კაც მსა­ხი­ო­ბად და­ა­სა­ხე­ლეს.

ეს გელ­ბა­ხი­ა­ნის­თვის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა არ არის – მა­ის­ში, ამე­რი­კულ­მა ჟურ­ნალ­მა W-მ 2019 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის 15 ვარ­სკვლავს შო­რის ისიც და­ა­სა­ხე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მამ ecrannoir.fr-მ ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნი ასე­ვე კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის აღ­მო­ჩე­ნად და­ა­სა­ხე­ლა.

უცხო­უ­რი პრე­სა ლე­ვან­ზე, რო­გორც მო­მა­ვალ კი­ნო­ვარ­სკვლავ­ზე, წერ­და. ახალ­ბე­და ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ფოტო ჟურ­ნალ Screen-ის გა­რე­კან­ზეც მოხ­ვდა.

ლე­ვან გელ­ბა­ხი­ან­თან ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნალ­მა OK!-მ ჩა­წე­რა და გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:.

“ბავ­შვო­ბა­ში დავ­დი­ო­დი თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ებ­ში, ხოლო შემ­დეგ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და სო­ხუ­მის თე­ატ­რე­ბის სპექ­ტაკ­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში, სა­დაც თე­ატ­რა­ლურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი.

მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და, ვარ მო­ცეკ­ვა­ვე, ფი­ზი­კუ­რი თე­ატ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის გან­ხრით.

– რო­გორ მი­ი­ღეთ როლ­ზე შე­თა­ვა­ზე­ბა? რამ მოგ­ხიბ­ლათ პერ­სო­ნაჟ­ში, სცე­ნარ­ში?

– ლე­ვან აკინ­მა ნახა ჩემი ინ­სტაგ­რამ-გვერ­დი და ამის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და ქას­თინგ-მე­ნე­ჯე­რი. თუმ­ცა, თე­მის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­მი­ჭირ­და, რად­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

შე­სა­ბა­მი­სად, ოჯახ­თან შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად დავ­თან­ხმდი როლს. სცე­ნა­რი თა­ვის­თა­ვად მო­მე­წო­ნა, სრუ­ლად მი­ვენ­დე ლე­ვანს და მის ხედ­ვას, რის შე­დე­გა­დაც, მი­მაჩ­ნია, რომ შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­დუქ­ტი შევ­ქმე­ნით.

და­სა­წყის­ში ქას­თინგ-მე­ნე­ჯერს რამ­დენ­ჯერ­მე უარი ვუ­თხა­რი, თუმ­ცა რე­ჟი­სორ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ვი­აზ­რე, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ფილ­მი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩემს სათ­ქმელს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ტან­დი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე.

– შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ რე­ჟი­სორ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა და სცე­ნა­რის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი? რო­გორ იქ­მნე­ბოდ­ნენ ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი?

– ფილმზე ვმუ­შა­ობ­დით წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და ყო­ველ­დღე პერ­სო­ნა­ჟებს ახა­ლი სა­ხა­სი­ა­თო ელე­მენ­ტით ვამ­დიდ­რებ­დით. უშუ­ა­ლოდ ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ფილ­მი გახ­ლდათ და ლე­ვან აკი­ნის მიდ­გო­მა საკ­მა­ოდ შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი გახ­და.

– რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს? რა სა­ხის ტრანსფორ­მა­ცი­ას გა­ნიც­დის იგი ფილ­მის და­სა­წყი­სი­დან და­სას­რუ­ლამ­დე?

– ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია, რო­მელ­საც მი­ზა­ნი აქვს, გახ­დეს კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე და გა­და­ვი­დეს მთა­ვარ ან­სამ­ბლში. ეს არის მე­რა­ბის გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ და მისი ბრძო­ლა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, მკაცრ კონ­სერ­ვა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თვით­დამ­კვიდ­რე­ბის­თვის. მე­რა­ბი საკ­მა­ოდ რთულ გზას გა­დის, სა­ნამ ფილ­მის ფი­ნა­ლამ­დე მივა მა­ყუ­რე­ბე­ლი.

– მზად ხართ ქართული აუდიტორიისგან წამოსული შეფასებებისთვის?

– როგორც კი როლზე დავთანხმდი, ვიცოდი, რომ არაერთგვაროვანი გამოხმაურება ექნებოდა ფილმს. ასე რომ, მე მგონი მზად ვართ. იმედი მაქვს, მაყურებელი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს ნამუშევარს.

– სცენა, რომლის გადაღების პროცესი ყველაზე რთულად გეჩვენათ და დაგამახსოვრდათ.

– ჩემთვის ყველაზე რთული იყო ფილმის ფინალური სცენის გადაღება. მხოლოდ ჩემი სცენები იყო გადასაღები და მომიწია 24 დუბლამდე უწყვეტი ცეკვის გადაღება, რაც ძალიან დამღლელია ემოციურად და ფიზიკურად. წინა დღეს, გადაღების მერე მქონდა ფინალური ცეკვის რეპეტიცია, რომლის შემდეგ რამდენიმე საათში ახალი გადასაღები დღე იყო, სადაც 12 საათი ვიმუშავეთ. ასე რომ, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და რთული დღე გამოდგა.

– ლევან აკინთან მუშაობის პროცესში გეძლეოდათ იმპროვიზაციის საშუალება?

– ჩემი აზრით, იმპროვიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გმირის ერთგვარი ძიების პროცესია. დიახ, ლევანი მაძლევდა საშუალებას, მაქსიმალურად გამეშალა და მეპოვა ჩემი გმირი.

– ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „ქართულ ცეკვაში სექსუალობა არაა“. ეთანხმებით მას?

– არ ვიცი, რთული კითხვაა. ვფიქრობ, რომ ყველა ცეკვა ატარებს სექსუალობას, მათ შორის ქართული ცეკვაც.

– რამდენად რთული იყო თქვენს პერსონაჟსა და მეორე მოცეკვავეს შორის არსებული „ქიმიის“ ეკრანზე გადმოტანა?

– ფილმის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა. ლევან აკინი წელიწად-ნახევარი ატარებდა კვლევას და მის დასაწყისშივე გაკეთდა ჩვენი ქასთინგი. მე და ბაჩი დავმეგობრდით, რამაც ხელი შეგვიწყო ეკრანული „ქიმიის“ შესაქმნელად.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი