მარნეულელ ჩინოვნიკთა ნათესავების და მეგობრების გადაადგილება ბიუჯეტს 220 ათასი ლარი დაუჯდა

მარნეულელ ჩინოვნიკთა ნათესავების და მეგობრების გადაადგილება ბიუჯეტს 220 ათასი ლარი დაუჯდა“მარნეულის მერიამ 114 ტონა საწვავი არასამსახურეობრივი საქმიანობისთვის დახარჯა”
2018 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტს იმაზე მეტი მანქანა ემსახურებოდა (67), ვიდრე ვილნიუსის მერიას – ამის შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ საუბრობს.მათივე თქმით, მარნეულელი ჩინოვნიკები შემდეგი უცნაურობითაც გამოირჩნენ: ისინი საწვავს მაშინაც „ხარჯავდნენ“, როდესაც მივლინებით ქვეყნის გარეთ იმყოფებოდნენ. მაგალითად, ჩინოვნიკების მიერ საწვავის საზღვარგარეთ ყოფნის დროს ხარჯვა და ერთ დღეში მანქანის ავზის 9-ჯერ შევსება.

მუნიციპალიტეტს უფლებამოსილების შესასრულებლად 8 ავტომობილზე მეტი არ სჭირდება, თუმცა გასულ წელს 67 ავტომობილი ემსახურებოდა.

ორგანიზაციამ გაარკვია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკთა ნათესავების და მეგობრების გადაადგილებისთვის 114 ტონა საწვავი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 220 ათასი ლარი დაუჯდა.

იმაზე რომ მარნეულის მუნიციპილატიტში ავტოსატრანსპორტო მიმართულებით არაერთი დარღვევა ფიქსირდბა, საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც.

„საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დადგენილების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად 8 ავტომობილზე მეტი არ ესაჭიროება, თუმცა რეალური მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2018 წელს მუნიციპლიტეტის საკუთრებაში 13 მანქანა იმყოფებოდა, რასაც სხვადასხვა პირების მფლობელობაში არსებული ავტომობილების გამოყენება ემატება. მთლიანობაში, მუნიციპალიტეტს გასულ წელს 67 ავტომობილი ემსახურებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წელს ავტომობილებზე 666 ათასი ლარის ღირებულების 338.5 ტონა საწვავი შეიძინა. საწვავის უდიდესი ნაწილი (392,000 ლ ღირებულება) კერძო მანქანებშია ჩასხმული, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ მანქანებზე დაკვირვებით დადგინდა, რომ საწვავი შეძენა სისტემატიურად ისეთ ადგილებში ხდებოდა (ჩაქვი, ზესტაფონი, ბათუმი და ა.შ), რომ სამსახურეობრივ საქმიანობასთან კავშირში ვერანაირად იქნებოდა. ამავდროულად დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, მანქანით მოსარგებლე პირები ქვეყნის გარეთ იმყოფებოდნენ მივლინებაში, რა დროსაც მათ ავტომობილებზე ბიუჯეტის ხარჯზე საწვავის შეძენა მაინც გნახორციელდა. სახეზე სხვადასხვა პარადოქსული მოვლენებიც გვხდება, ასე მაგალითად: მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ ავტომობილში 2017 წლის 31 ივლისს საწვავი 9-ჯერ იქნა ჩახმული, ჯამური მოცულობით 180 ლიტრი. მათ შორის 140 ლიტრი საღამოს 18:00 სთ-დან 20:33 სთ-მდე ინტერვალში შეიძინეს. ეს იმ დროს, როდესაც მანქანის ავზის მოცულობა 65 ლიტრს შეადგენს, შესაბამისად თეორიულად შეუძლებელი იყო ერთ მანქანას ამ მოცულობის საწვავი დაეწვა. ფლანგვის დეტექტორი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა დარღვევებზე ინფორმაციას უახლოეს მოამვალშიც გამოაქვეყენბს“- წერია ანგარიშში.

ნიუპოსტი