მიხეილ ცაგარელი – “ივანიშვილი მათრახს ირტყამს და სიამოვნებს, რომ სტკივა, მას რთული წელი ელის”

მიხეილ ცაგარელი - "ივანიშვილი მათრახს ირტყამს და სიამოვნებს, რომ სტკივა, მას რთული წელი ელის"„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის მომდევნო, 2020 წელი ისეთივე რთული იქნება, როგორც 2019 არის. ამის შესახებ „2020NEWS“-ს ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა.

ცაგარელის თქმით, ივანიშვილი მაზოხისტურად იქცევა და როგორც ჩანს, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოსწონს.

„ივანიშვილს გუნდში რაც არ უნდა დაეძაბოს ურთიერთობა, გუნდმა იცის, ივანიშვილი წავა, გუნდი დაიშლება და მათაც ცუდად დაუმთავრდებათ ყველაფერი. ამიტომ „ოცნების“ წევრები მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში არ ეთანხმებიან ივანიშვილს, იძულებული იქნებიან, მაქსიმალურად შეინარჩუნონ გუნდი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას არ აქვს პოლიტიკური ქარიზმა, არ აქვს უნარი, პოლიტიკური სიტუაციები მართოს. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ პოლიტიკა ეს არის საგანი, რომელიც არ გაუვლია დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილ არც ერთ პოლიტიკოსს. მათ წარმოდგენა არ აქვს, რა არის პოლიტიკა, როგორც საგანი. ეს არის ივანიშვილის პირველი შეცდომა. ივანიშვილის მეორე შეცდომაა, რომ ის არასწორად ირჩევს კადრებს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

ივანიშვილისთვის 2020 წელი იქნება დაძაბული, პრობლემური, შეცდომებით აღსავსე და ა.შ. თუ იგი ერთხელ და სამუდამოდ ამ პრობლემების დამთავრებას არ მოინდომებს. მაგრამ ეს კაცი ეტყობა, მაზოხისტურ მდგომარეობაშია და მაზოხისტი მოგეხსენებათ, თან მათრახს ირტყამს და თან სიამოვნებს, რომ სტკივა. ეტყობა, რაღაც ამდაგვარ მდგომარეობაშია, ამიტომას არის ქვეყანა სტაგნაციის მდგომარეობაში. ივანიშვილი რჩევებს არ ითვალისწინებს, რაც მასაც და ჩვენც ძვირად დაგვიჯდება. მას როგორც ჩანს, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოსწონს, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონს. წლებია, ივანიშვილს ვუკიჟინებ, რომ პარლამენტის შენობის ადგილი რუსთაველზე არ არის, ეს ადგილი დაწყევლილია. ამ ადგილას ადრე ეკლესია იყო. ახლა იქ უნდა იყოს ტურისტების მექა. თუ პარლამენტის შენობის თბილისში ყოფნა უნდათ, ქალაქგარეთ უნდა გადაიტანონ. რუსთაველზე ეს ადგილი არის სისხლით მორწყული. დამატებითი სისხლისღვრა საჭირო არ არის. ივანიშვილი რჩევებს არ ითვალისწინებს და ამიტომ, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იქნება“, – განაცხადა ცაგარელმა „2020NEWS“-თან საუბარში.

2020 ნიუსი