უნაი ემერი არსენალიდან გაუშვეს

უნაი ემერი არსენალიდან გაუშვესუნაი ემერი არსენალის მწვრთნელი აღარ არის. ეს ინფორმაცია თვითონ არსენალმა ოფიციალურად დაადასტურა. 29 ნოემბერს უნაი ემერი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და მის ადგილს დროებით მისი ასისტენტი ფრედი ლუნდბერგი დაიკავებს.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გახდება არსენალის ახალი მწვრთნელი და ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის არის მაურისიო პოჩეტინოც, რომელიც ტოტენჰემიდან ერთი კვირის წინ გაუშვეს. არსენალი პრემიერ ლიგაში ამჟამად მე-8 ადგილზეა.