აეროპორტის ტრასაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს მრავლობითი დაზიანებებით:
“მამაკაცი 62 წლის, კომატოზურ მდგომარეობაში, მდგომარეობა კრიტიკული იყო თავიდანვე, სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, თვითონ თავი იყო დეფორმირებული, პაციენტი მზადდებოდა საოპერაციოში ასაყვანად, მაგრამ რამდენიმე ხანში პაციენტს გული გაუჩერდა,” – განაცხადა ექიმმა ბაქარ კუჭავამ.
რუსთავი 2

