თბილისის აეროპორტთან სამარშრუტო ტაქსი სატვირთოს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა

თბილისის აეროპორტთან სამარშრუტო ტაქსი სატვირთოს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდათბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო, 14 დაშავდა.

ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.

ავარიასთან დაკავშირებით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა” მოგვიანებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება 276-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსთავი 2