“გარ­დაც­ვა­ლე­ბის დრო­საც ჯენტლმენობა გამოავლინა – ჯერ დე­დას და­უთ­მო გზა, შემ­დეგ კი თავადაც წა­ვი­და ამ­ქვეყ­ნი­დან“

რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ხან­გრძლი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ერ­თსა და იმა­ვე პარტნი­ორ­თან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა ზოგს წარ­მო­უდ­გენ­ლა­დაც მი­აჩ­ნია, მაგ­რამ ჩვენ გარ­შე­მო არი­ან წყვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ ჰბეზ­რდე­ბათ ერ­თმა­ნე­თი და მყარ ურ­თი­ერ­თო­ბას სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

კო­რინ და რო­ბერტ (რობ) ჯონ­სო­ნე­ბი სწო­რედ ასე­თი წყვი­ლი იყო. ისი­ნი 68 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქორ­წი­ნე­ბა­ში იყ­ვნენ და იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, როცა ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ, სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე გა­ნუყ­რე­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

24 ნო­ემ­ბერს 87 წლის კო­რი­ნი გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა, მომ­დევ­ნო დღეს კი 88 წლის რო­ბერ­ტიც წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. ის კი­ბოს ებ­რძო­და. რო­ბერ­ტი კო­რი­ნის სიკ­ვდი­ლი­დან ზუს­ტად 33 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

შვი­ლე­ბის­თვის დე­დი­სა და მა­მის სიკ­ვდი­ლის ჯაჭ­ვუ­რი კავ­ში­რი გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

„მამა კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და სა­ოც­რად ჯენტლმე­ნი იყო. გა­მო­რი­ცხუ­ლია. კარი არ გა­ე­ღო და გზა არ და­ეთ­მო შენ­თვის. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დრო­საც კი ჯენტლმე­ნო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა – ჯერ დე­დას და­უთ­მო გზა, ხოლო შემ­დეგ თა­ვა­დაც წა­ვი­და ამ­ქვეყ­ნი­დან“, – ამ­ბობს სა­მა­გა­ლი­თო შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის შვი­ლი, ბრენტ ჯონ­სო­ნი.

რო­ბერტსა და კო­რინს ერ­თმა­ნე­თი ბავ­შვო­ბა­ში შე­უყ­ვარ­დათ. ისი­ნი მი­ნო­სე­ტა­ში, ფერ­მერ­თა ოჯა­ხებ­ში, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ ცხოვ­რობ­დნენ. მათ გა­ა­ფარ­თო­ვეს ფერ­მა და ოჯა­ხი ფი­ნან­სუ­რად გა­აძ­ლი­ე­რეს.

წყვილ­მა შვი­დი შვი­ლი გა­ზარ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფერ­მას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­ტა­რა სახ­ლში გა­ა­ტა­რეს. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი ექ­ვსი თვე კი ორი­ვე კლი­ნი­კა­ში იყო – რო­ბერ­ტი სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და, ხოლო კო­რი­ნი გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბო­და.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კო­რინ­მა თა­ვის ქმარს უთხრა, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და აკო­ცა. ეს ტკბი­ლი სა­უ­ბა­რი მათ შო­რის უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც კო­რინს გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა და 24 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

შვი­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, თუ რო­გორ ტი­რო­და ბობი ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

„ის 33 სა­ა­თი, რო­მე­ლიც მა­მამ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იცო­ცხლა, თვალ­ზე ცრემ­ლი არ შეშ­რო­ბია, ზუს­ტად 33 სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ კი, თა­ვა­დაც დაგვტო­ვა.

ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ცხოვ­რობ­დნენ ისე, რო­გორც ერთი მთლი­ა­ნო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა არც ერთი აღარ მყავს გვერ­დით, მა­ინც მშვი­დად ვარ, რად­გა­ნაც ვიცი, რომ ერ­თად არი­ან“, – ამ­ბობს წყვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ბეტი.

ამბები