მესიმ ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო

მესიმ ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგოლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მეექვსედ გახდა. მესიმ ოქროს ბურთი აიღო, ხოლო მეორე ადგილზე ლივერპულის ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი გავიდა, რომელსაც მესიმ მხოლოდ მცირედით გაასწრო. დაჯილდოებაზე არ იმყოფებოდა კრიშტიანო რონალდო, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა.

მესიმ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც ეხმარებოდა მას და განაცხადა რომ ის მომავალშიც შეეცდება ბარსელონას ბევრი ტიტული მოუტანოს. რაც შეეხება ვან დეიკს მან მესის გამარჯვება მიულოცა და თქვა რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.