სოლსკიაერმა მანჩესტერ სიტის წარსულს დასცინა

სოლსკიაერმა მანჩესტერ სიტის წარსულს დასცინამანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მანჩესტერ სიტის უკბინა და გუნდის წარსული გაიხსენა, როდესაც სიტი ყოველთვის არ იყო პრემიერლიგაში. სოლსკიაერის თქმით მას უხარია სიტის პროგრესი, რადგან მანჩესტერული დერბი ყოველ წელიწადს იმართება:

”მიხარია რომ ჩვენ ყოველ წელიწადს გვაქვს ერთმანეთთან თამაშის საშუალება, რადგან ეს ყოველთვის ასე არ იყო. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მახსოვს რომ სიტი რამდენიმე წელიწადი მეორე დივიზიონში იმყოფებოდა. იმის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და მათ ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს”.