დემბელემ შესაძლოა ვალენსიასთან ითამაშოს

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ შესაძლოა ვალენსიას წინააღმდეგ თამაში შეძლოს. ვალენსიასთან შეხვედრა შაბათს, 25 იანვარს გაიმართება და ბარსელონას მხოლოდ მოგება აძლევს ხელს, რისი გაკეთებაც მესტალიაზე იოლი არ იქნება.

ლუის სუარესის არყოფნაში მნიშვნელოვანია რომ დემბელე მოედანზე დროზე დაბრუნდეს და მან ტრავმა უკვე თითქმის მოიშუშა. სავარაუდოდ დემბელე ვალენსიასთან მატჩის განაცხადში მოხვდება და შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.