ერნესტო ვალვერდე შესაძლოა ორშაბათს გადააყენონ

ერნესტო ვალვერდე შესაძლოა ორშაბათს გადააყენონბარსელონას მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე შესაძლოა ორშაბათს თანამდებობიდან გადააყენონ. სწორედ ამ დღეს ბარსელონას დირექტორთა საბჭო სპეციალურ შეხვედრას გამართავს, სადაც მთავარი თემა სწორედ ვალვერდეს მომავალი იქნება.

ბოლო პერიოდში ბარსელონა არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება და ბევრი გულშემატკივარი ვალვერდეს წასვლას ითხოვს. მისი განთავისუფლების შემთხვევაში ბარსელონას შესაძლოა ხავი ერნანდესი ჩაუდგეს სათავეში, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა.