გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვესგუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. ცხედარს მაშველებმა ერთდღიანი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ მიაკვლიეს. დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული.

საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იპნ