ჰარი კეინი: ”ტოტენჰემი ჩემს გარეშეც ძლიერია”

ჰარი კეინი: ”ტოტენჰემი ჩემს გარეშეც ძლიერია”ლონდონის ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა რომ მიუხედავად მისი ტრავმისა, ტოტენჰემი კვლავ ძალიან ძლიერია და მას კრიზისი არ დაეწყება.  კეინს თავის პარტნიორებში ეჭვი არ ეპარება:

”ძალიან სამწუხაროა, რომ ტრავმა მივიღე და ჩემს გუნდს დიდი ხნის მანძილზე ვერ დავეხმარები, მაგრამ ეს ქვეყნის დასასრული არ არის, რადგან ტოტენჰემს ჩემს გარეშეც შეუძლია კარგად თამაში. იმედი მაქვს, მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდები”.

კეინმა ტრავმის გამო შესაძლოა 4 თვე გამოტოვოს და მხოლოდ მაისში დაბრუნდეს.