ხელისუფლება გიგა ბოკერიას დაკავებას გეგმავს?

ხელისუფლება გიგა ბოკერიას დაკავებას გეგმავს?თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოიკითხა, რომელიც უშიშროების საბჭოს საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა.
აკა სულავა აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურია. მისი თქმით, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და მას, ისევე, როგორც მის ადვოკატს, გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“საქმე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. დამაკავებენ, თუ არა, ვერ გეტყვით. რახან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ვერაფერს გეტყვით,”- აცხადებს სულავა.

სულავას ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი პროცესის შემდეგ აკა სულავა დააკავონ.

“საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს,” – ამბობს თორნიკე უსტარაშვილი.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამ საქმეზე პირველად 2014 წლის აპრილში გამოკითხეს. საქმე ეხება ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებს.

ნიუპოსტი