კიკე სეტიენი კოუტინიოს დაბრუნებას ითხოვს

კიკე  სეტიენი კოუტინიოს დაბრუნებას ითხოვსბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ბარსელონას ხელმძღვანელობისგან ფელიპე კოუტინიოს დაბრუნებას ითხოვს. სეტიენს ძალიან მოსწონს კოუტინიოს თამაშის სტილი და ის აქცენტს მსგავს ფეხბურთელებზე აკეთებს.

ბრაზილიელი ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე მიუნხენის ბაიერნშია განათხოვრებული და ბაიერნი მის გამოსყიდვას არ ჩქარობს. თვითონ კოუტინიოც ბაიერნში კმაყოფილი არ არის, რადგან ის ყოველთვის ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში. კოუტინიოს ტრანსფერში ბარსელონამ 120 მილიონი გადაიხადა, მაგრამ ბრაზილიელმა იმედები ვერ გაამართლა.