კორონავირუსმა საფრანგეთშიც ჩააღწია

კორონავირუსმა საფრანგეთშიც ჩააღწიააშშ-ს შემდეგ კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. პარიზსა და ბორდოში პაციენტებს, ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსით დაავადებულმა ადამიანებმა ჩინეთში იმოგზაურეს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ვირუსის სხვა შემთხვევიბიც გამოვლინდეს საფრანგეთში.

პრაიმ ტაიმი