ლამპარდი: ”არსენალთან მოგება ხელიდან გავუშვით”

ლამპარდი: ”არსენალთან მოგება ხელიდან გავუშვით”ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა არსენალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ეს გამოუცდელობის ბრალია. ლამპარდის აზრით ჩელსი მოგებას იმსახურებდა:

”ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით გამარჯვება, რადგან ვიგებდით და რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა. მომავალში ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს”. ჩელსის და არსენალის დაპირისპირება 21 იანვარს  სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.