მამუკა ხაზარაძე – “ვახტანგ რობაქიძე ლელოს წევრია… ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა”

მამუკა ხაზარაძე - "ვახტანგ რობაქიძე ლელოს წევრია... ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა"2012-2017 წლებში ვახტანგ რობაქიძე იყო „ქართული ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. ჩვენ არ ვიცით რის გამო მოხდა ყოფილ პარტიელებს შორის დაპირისპირება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ის და მისი პარტია ყველანაირ ძალადობას გმობს.

„ვადასტურებ, რომ ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული „ლელოში“. ჩვენ სრულად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები, რა მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და გვექნება დღის ბოლომდე სრული ინფორმაცია. ჩვენ გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. როგორც ვთქვი, არ ვიცით, რა მოხდა და ვერ დავეყრდნობით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც თქვა ოხანაშვილმა. ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა და…“ – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, შსს-მ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იპნ