მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა

მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა, რომელიც 2001-2002 წლებში ე.წ. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ჯერგენიას გარდაცვალებას, ასევე, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვიაჩესლავ ცუგბა ადასტურებს.

ჯერგენიამ, დაახლოებით, ერთი წლის წინ „სპუტნიკთან“ გაიხსენა 25 წლის წინ მოსკოვში ხელმოწერილი „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ზომების შესახებ განცხადება“, რომელიც, მისი თქმით, თავად შეადგინა და აფხაზეთს წარმატება მოუტანა.

ის აცხადებდა, რომ დოკუმენტი ძალიან ვერაგულად იყო შედგენილი, რასაც ქართული მხარე ვერ მიხვდა.

იპნ

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი