ნეიმარი პსჟ-ში დარჩება თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას მიაღწევს

ნეიმარი პსჟ-ში დარჩება თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას მიაღწევსფრანგული პსჟ-ს ფორვარდი ნეიმარი გუნდში დარჩება იმ შემთხვევაში თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას მიაღწევს და მინიმუმ ნახევარფინალში გავა. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ფრანგულ პრესაში, თუმცა ნეიმარი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს.

ყველასთვის ცნობილია რომ ნეიმარი წლევანდელ ზაფხულში ბარსელონაში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ პსჟ-მ მას ამის საშუალება არ მისცა. ნეიმარს პსჟ-დან წასვლა სწორედ ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობის გამო სურდა.