ხმაურია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გავარამიაზე თავდასხმა სცადეს.საბოლოო ჯამში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის მოგერიება გვარამიას დაცვას მოუწია, რომელსაც მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მამაკაცი მანდატურის სამსახურის თანამშრომელებმა დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, სადაც გვარამია რურუას ინტერესებს იცავს.
სასამართლოს ეზოში სამოქალაქო სექტორი აქციას მართვს.