ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდამსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში მან კანადელი მილოშ რაონიჩი სამ სეტში დაამარცხა ანგარიშით 6:4, 6:3, 7:6. აღსანიშნავია რომ აქამდე რაონიჩს ტურნირზე არცერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული.

ჯოკოვიჩს თითქმის არ შექმნია პრობლემები რაონიჩთან, თუ მესამე სეტს არ ჩავთვლით, სადაც რაონიჩმა გაიბრძოლა, მაგრამ ტაიბრეიკზე მან უშანსოდ წააგო. ნახევარფინალში ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება და სერბი ჩოგბურთელი აშკარა ფავორიტად ითვლება.