რატი ობოლაძე ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უხელმძღვანელებს

რატი ობოლაძე ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უხელმძღვანელებსსაქართველოში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოქმედდა.

როგორ არმატურას, ცემენტს და სხვა სამშენებლო მასალას იყენებს ქვეყანაში სხვადსხვა სამშენებლო კომპანია და ხომ არ არის ის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი – ამ საკითხზე პასუხისმგებელი ამიერიდან ახალი სააგენტოა.

კონტროლი ეხება სათამაშოებსა და ფეთქებად მოწყობილობებსაც

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ითვლება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს სააგენტო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემას, ზედამხედველობას და პროდუქტის ბაზარზე კონტროლს ერთად ახორციელებდა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ამ ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის გამიჯვნა მოხდა.

“ზედამხედველობა ხორციელდება ყველა კანონმდებლობით დაფარულ სფეროზე, რისკის ანალიზის საფუძველზე შერჩევითი მეთოდით.  სათამაშოების ზედამხედველობის შესაბამისი ნორმატიული აქტი, მთავრობის დადგენილებით ტექნიკური რეგლამენტი პერსონალური დაცვის აღჭურვილობისთვის, მოწყობილობებისთვის, რომელიც გამოიყენება ფეთქებად საშიშ გარემოში. ამ ყველაფრისთვის სანქციონირების სისტემა ამოქმედდება, რაც პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების ვალდებულებას მოიცავს,” – აღნიშნა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რატი ობოლაძემ.

რუსთავი 2