რობერტ ლევანდოვსკი: ”კლოპთან მუშაობა დაუვიწყარი იყო”

რობერტ ლევანდოვსკი: ”კლოპთან მუშაობა დაუვიწყარი იყო”ბაიერნის ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობდა და მისი მწვრთნელი იურგენ კლოპი იყო. ლევანდოვსკის თქმით კლოპთან ერთად მუშაობა დაუვიწყარი იყო და მას საოცარი ქარიზმა აქვს:

”კლოპმა ყოველთვის იცოდა თუ რა საჭირო სიტყვები უნდა ეთქვა ფეხბურთელებისთვის და მან ბორუსიაში ბევრს მიაღწია. მასთან ერთად მუშაობა არასოდეს დამავიწყდება და კლოპს მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ”.

იურგენ კლოპმა ბორუსიასთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ხოლო 2013 წელს კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.