“სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი გახდა

“სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. “ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე” სა­ქარ­თვე­ლოს თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი წა­რად­გენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 2019 წლის 31 დეკემბერს გა­მოვ­ლინ­და.

პრო­ექ­ტის ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ: თორ­ნი­კე ყი­ფი­ან­ი, ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე, მა­რი­ამ გო­გი­ბე­რი­ძე და თა­მარ კა­კა­ლაშ­ვილი. კონ­კურ­სან­ტებ­მა ფი­ნალ­ში “ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე” წარ­სად­გე­ნი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის” მე­ო­რე სე­ზო­ნი 26 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი მე­გაპ­რო­ექ­ტის ჟი­უ­რის წევ­რე­ბი წელს თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ნა­თია თო­დუა, დათო ევ­გე­ნი­ძე და და­თუ­მა ალა­დაშ­ვილი იყ­ვნენ.

ამბები

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი