საზარელი ტრაგედია ქვიშხეთთან – მანქანა მტკვარში გადავარდა – დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

საზარელი ტრაგედია ქვიშხეთთან - მანქანა მტკვარში გადავარდა - დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვიხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია.

მანქანა მტკვარში გადავარდა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურ ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში იმიტომ გადავარდა.

იპნ