თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 1.015 დაშავდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 1.015 დაშავდაამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 1.015-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათაიში გამოიწვია. მათივე ცნობით, ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა.

საერთო ჯამში ქვეყნის შვიდ რეგიონში დაშავებულთა რიცხვი უკვე 1.015-ს აღწევს.

აღმოსავლეთ თურქეთში, 24 იანვარს, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.

იპნ