მიწისძვრა თურქეთში – 4 ადამიანი დაიღუპა – ბიძგები სამცხე-ჯავახეთშიც იგრძნეს

მიწისძვრა თურქეთში - 4 ადამიანი დაიღუპა - ბიძგები სამცხე-ჯავახეთშიც იგრძნესთურქული მედიის ცნობით, 24 იანვარს, 21:55 წუთზე თურქეთში, ქალაქ მალატიაში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიცენტრი ქალაქი მალატიაა, სადაც 762 000 ადამიანი ცხოვრობს.

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც. ბიძგები იგრძნეს სამცხე-ჯავახეთშიც.

პრაიმ ტაიმი