აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. იგი ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. აჭარის ტელევიზიაში შექმნილ სპეციალურმა კომისიამ არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთა.

კონკურსში მონაწილეობას ამავე არხის ორი თანამშრომელი – ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე მონაწილეობდნენ. კონკურსანტებთან გასაუბრება მედიისთვის დახურული იყო.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ჟურნალისტი ნათია ზოიძე მუშაობდა, თუმცა ახლადარჩეულმა დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა და კონტრაქტიდან ამოიღო ის პუნქტები, რომლის მიხედვითაც ნათია ზოიძეს მაუწყებლის პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.

ცნობისთვის, არხის თანამშრომლები მიაჩნიათ, რომ ახლადარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე და სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილი არხის სარედაქციო პოლიტიკას ცდილობს. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების გავლენას ხედავენ

შეგახსენებთ, ნათია ზოიძემ ტელევიზია კონტრაქტის ცვლილების შემდეგ დატოვა.

იპნ