„ბათუმის მერი პარიზში 40 დაქალთან ერთად წავიდა“ 

„ბათუმის მერი პარიზში 40 დაქალთან ერთად წავიდა“ ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე – ამის შესახებ მოძრაობა “ალტერნატივას” წევრები საუბრობენ, მათ ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს და სიმბოლურად კრუასანები მიიტანეს, იმის საჩვენებლად, რომ ბათუმის მერი პარიზში კრუასანების საჭმელად მიდის.

“ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თითქოს იქ განვითარებული მოვლენების გამო, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი ისინი კრუასანების საჭმელად გაემგზავრნენ. ჩვენ სიმბოლურად მას აქ მოვუტანეთ კრუასანები, შეეძლოთ არ წასულიყვნენ, აქაც მივართმევდით, მიეხედათ ქალაქისთვის, 10 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა ქალაქში და ხედავთ რომ გზები კვლავ გაუწმენდავია. მოვუტანეთ კრუასანები მერს მიჩვეული იქნება“- განაცხადა ალტერნატივას წევრმა.
მერიის ცნობით დეპუტატები პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებიან.

ნიუპოსტი