”დავცურავთ ოკეანის გარშემო“ – საკრუიზო გემს პორტებში არ უშვებენ

”დავცურავთ ოკეანის გარშემო“ - საკრუიზო გემს პორტებში არ უშვებენსაკრუიზო გემს MS Westerdam უკვე მე-11 დღეა სხვადასხვა პორტები მიღებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა.

ტაილანდი, გუამის, ფილიპინების და იაპონიის შემდეგ ბოლო ქვეყანაა, რომელმაც საკრუიზო გემს თავის პორტებში შესვლაზე უარი განუცხადა.

კრუიზში დამსვენებლებს ეუბნებიან, რომ მათ გადახდილ ფულს უკან დაუბრუნებენ და შემდეგ მოგზაურობას 100%-ით დაუფინანსებენ, თუმცა გემზე მყოფები აცხადებენ, რომ მათ ხმელეთზე გადასვლა სურთ.

„აქ არც ერთი მგზავრი არაა დაინფიცირებული. რაც ჰონგ-კონგი დავტოვეთ, ყველა პორტი უარს გვეუბნება, რომ მიგვიღოს. დავცურავთ ოკეანის გარშემო“, – წერს ერთ-ერთი მგზავრი, ონსტედ მიჩი.

ცნობისთვის, გემმა ჰონგ-კონგი იაპონიის მიმართულებით პირველ თებერვალს დატოვა. მასზე 2.257 მგზავრი იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, გემი რა მიმართულებით გაემართება.

იპნ