ბოლნისი-დმანისის ავტომაგისტრალზე, კაზრეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, “ბეემვეს” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ინფორუსთავი

