კაზრეთთან ბმვ ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

ბოლნისი-დმანისის ავტომაგისტრალზე, კაზრეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, “ბეემვეს” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფორუსთავი