„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან ორი სეზონით მოკვეთეს

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან ორი სეზონით მოკვეთესუეფამ „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ სეზონში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.

ამის მიზეზი ის არის, რომ კლუბმა ლიცენზირებისა და ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები დაარღვია.

გარდა ამისა, პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონები 30 მილიონი ევროთი დაჯარიმდნენ.

გადაწყვეტილების გასაჩივრება „მანჩესტერ სიტის“ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია.

პირველი არხი