ნინო ჟიჟილაშვილი ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა

ნინო ჟიჟილაშვილი ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნანინო ჟიჟილაშვილი ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან მათე კირვალიძე შეცვალა

ამის შესახებ ფეისბუქში ვატო წერეთელმა დაწერა:

“დღეიდან ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილია. ძალიან მაგარი წამყვანი რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში. წარმატებები ნინოს და ძალიან დიდი მადლობა მათე კირვალიძეს, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენი საინფორმაციო განვითარებისთვის. ზუსტად ვიცი, მათეს ისევე მაგრად გამოუვა ყველაფერი ახალ საქმეში, როგორც ამას აკეთებდა დღემდე.
P.S
ჟიჟი რჩება პოლიტიმეტრზე ყოველ ოთხშაბათს, ასევე პირველებში პარასკევს ვახო სანაიასთან ერთად.”