ქუთაისში, მრავალსართულინ ბინაში ლიფტი ჩაწყდა

ქუთაისში, მრავალსართულინ ბინაში ლიფტი ჩაწყდაქუთაისის სოციალურ საცხოვრებელში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთი მცხოვრები მაღალი სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას ლიფტით აპირებდა.

“გამოუძახებია მეზობელს, ქვევით მიდიდოდა და ამ დროს ჩამწყდარა. კიდევ კარგი, რომ მანამდე ჩაწყდა, ვიდრე შიგნით შევიდოდა. საშინელი ხმაური იყო, გვეგონა რაღაც გასკდა შენობაში.

გამოვედით და ეს მდგომარეობა დაგვხვდა. მეც ხშირად ვსარგებლობ ამ ლიფტით და გამიმართლა, რომ სამსახურში ვიყავი იმ დროს. სულ პრობლემა იყო, სულ ფუჭდებოდა, მერიამაც იცოდა ეს და როცა მოდიოდნენ თანამშრომლები, ლიფტით არასდროს სარგებლობდნენ. როდის მოგვაქცევენ ყურადღებას,როცა ტრაგედია მოხდება?”,- ამბობს სოციალური საცხოვრებლის ერთ-ერთი მცხოვრები.