ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-გარდაბანის გზაზე, სოფელ ნაგებამდე.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით “ფორდ მუსტანგის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა და გადატრიალდა.
ავტომობილში 4 ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.
დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმის ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.