რუსთავთან მანქანა ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა – 4 კაცი დაშავდა – ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-გარდაბანის გზაზე,  სოფელ ნაგებამდე.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით “ფორდ მუსტანგის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა და გადატრიალდა.

ავტომობილში 4 ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.

დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმის ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.