“მოგესალმებით მეგობრებო. ჩემდა სამწუხაროდ მიწევს გამეორება. ძალიან გთხოვთ, დედაშვილის ურთიერთობაში ნურავინ ნუ ჩაერევით. არც მორალურად და არც სამართლებრივად ეს არ არის ნორმალური საქციელი.. დედები არ ხართ? ან დედები არ გყავთ? მოგეწონებათ თქვენს შორის უცხო ადამიანის ყოფნა?! ადამიანობა სად დაკარგეთ ?! დედისთვის შვილი არის შეუცვლელი და ანალოგიურად შვილისთვის დედა! ადამიანს, რომ რამე ეტკინება ვაი დედაო იძახის! (და არა ვაი მხარდამჭერო, ცოლო და ქმაროო…!) მე, როგორც დედა, მხარს ვუჭერ ქალბატონ მანანას და რაც იქნება საჭირო მე და ჩემი ოჯახი ვდგავართ და ვიდგებით მის გვერდით. გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ახლა ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა მთავარი! 10 წუთი თვალის გახელა არ ნიშნავს არაფერს! ჩვეულებრივი დადებითი რეფლექსია. ასე, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ.პ.ს. რაც შეეხებაკოლხური კოშკის გასაღებს ის ეკუთვნის გამსახურდიების ოჯახს. აქედან გამომდინარე სხვა გარეშე პირს მისი ფლობის და არც პრეტენზიის უფლება არ გააჩნია!”, – წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი სოფიო ჩიკვილაძე.